18:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 08:42:34, 610 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - სალომე ზურაბიშვილს მოქმედ პრეზიდენტს არ ვუწოდებ

სალომე ზურაბიშვილი არის, ამ ეტაპზე, ამ ქვეყანაში, ამ მოცემულ პერიოდში, ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი, ანუ ყოფილი პრეზიდენტი, მართლაც. ანუ მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს - ამის შესახებ ნიკა მელიამ ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

,,მე არ ვუწოდებ [მას მოქმედ პრეზიდენტს] და ამით კი არ ვაკნინებ, არამედ ვაძლიერებ. ასუსტებს ყველა ის ადამიანი, რომელიც მას საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს უწოდებს. არალეგიტიმური პრეზიდენტია ყაველაშვილი. 

ამ ქვეყანაში არის, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მესამე პრეზიდენტი იქ, სადაც არ უნდა იჯდეს და მეოთხე პრეზიდენტიც, ჰო? ანუ, ყველამ თავისი ფუნქცია უნდა გამონახოს და ყველა თავის როლს თამაშობს, თუმცა ამ "პრეზიდენტობანას" თამაშში მე არ შევიდოდი. გულწრფელად გეუბნებით და ამით მე არ ვაკნინებ. არ შეგიძლიათ, მე თქვენ დამარქვათ იმპერატორი, არ შეიძლება დამარქვათ ის, რაც არ ვარ. 

ხელშეწყობის გარდა ჩემგან არაფერი არ ჰქონია ქალბატონ ზურაბიშვილს და არც ექნება მომავალში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემთვის უხერხულ პროცესში უნდა შევიდე, რისიც არ მჯერა და სიყალბის ნატამალი არ უნდა ჰქონდეს. როდესაც შენ გაქვს ამბიცია იმისა, რომ იყო ლიდერი, პასუხისმგებლობაც უნდა იტვირთო''- თქვა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics