2025-04-08 20:32:23, 847 ნახვა
რეგიონი
რკინიგზა - ბათუმში სამგზავრო მატარებელი ბავშვს დაეჯახა, არასრულწოვანი ადგილზე დაიღუპა
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა.
რკინიგზის ცნობით, სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
„მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.
ადგილზე ისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,