|
2025-04-08 12:35:37, 743 ნახვა
სამართალი
საია - ომბუდსმენმა იუსტიციის საბჭოს მხრიდან ინფორმაციის მიღების უფლების დარღვევა დაადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის საბჭოს მხრიდან საიასთვის ინფორმაციის გაუცემლობის ფაქტზე უფლების დარღვევა დაადგინა. საიას თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბოლო წლებია უკანონოდ არ გასცემს საჯარო ინფორმაციებს. საჯარო ინფორმაციის მიღებაში დახმარების მიზნით ასოციაციამ სახალხო დამცველის აპარატს მიმართა, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აპარატსაც დაუდასტურეს, რომ ინფორმაცია "არ იქნა გაცემული", მაგრამ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რატომ არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას წერილში არ არის განმარტებული. "ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად გამოაჩინა რომ სასამართლო რეპრესიების გამტარებელი ინსტიტუტია, სადაც ყველაზე ხშირად მოქალაქეებს უსამართლობის გრძნობა უჩნდებათ და სადაც უფლებების დაცვა ფორმალობად იქცა. საჯარო ინფორმაციის მიღებაში დახმარების მიზნით საიამ მიმართა სახალხო დამცველის აპარატს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აპარატსაც დაუდასტურეს, რომ ინფორმაცია "არ იქნა გაცემული", მაგრამ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რატომ არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას წერილში არ არის განმარტებული. ინფორმაციის სისტემური დამალვა არ წარმოადგენს მხოლოდ სამართლებრივ დარღვევას - ეს არის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების მიზანმიმართული გაუქმება, რაც ხელს უშლის სასამართლო სისტემის გამჭვირვალობასა და მასზე დემოკრატიულ ზედამხედველობას". - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)