18:13 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 18:26:40, 601 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში არასასურველი უცხოური ორგანიზაციების გვერდებზე რეკლამების განთავსებას კრძალავენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთში "არასასურველად" ანდა "ექსტრემისტულად" გამოცხადებული უცხოური ორგანიზაციების რესურსებზე რეკლამების განთავსებას კრძალავს. 

კანონით რეკლამების განთავსება ასევე აიკრძალება ისეთი ორგანიზაციების ვებგვერდებზე, რომლებიც რუსულმა სასამართლომ აკრძალა ან მათი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, იკრძალება რეკლამების განთავსება "რესურსებზე, რომლებზეც წვდომა კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდულია". 

კანონი ძალაში 1 სექტემბერს შევა და, მათ შორის, სოციალურ ქსელებს, Facebook-სა და Instagram-ს შეეხება, რომლებიც რუსეთში დაბლოკილია. ამ სოციალური ქსელების მფლობელი კომპანია, Meta მოსკოვის სასამართლომ 2022 წელს "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics