08:32 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 15:37:59, 577 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას, მაგრამ ამისთვის რამდენიმე საკითხი უნდა გადაწყდეს და ჯერჯერობით ეს საკითხები „ჰაერშია გამოკიდებული“, – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„პრეზიდენტი პუტინი მართლაც მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის იდეას, მაგრამ მანამდე საჭიროა მთელ რიგ კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს კითხვები ჰაერშია გამოკიდებული და ჯერჯერობით მათზე პასუხი არავის გაუცია“, – აღნიშნა მან.

პესკოვმა განმარტა, რომ საუბარია კიევის რეჟიმის უუნარობაზე, აკონტროლოს მთელი რიგი ექსტრემისტული და ნაციონალისტური ქვედანაყოფების მოქმედებები, რომლებიც უბრალოდ არ უსმენენ კიევს“.

„ეს დაკავშირებულია ასევე კიევის შემდგომი მილიტარიზაციის გეგმებთან, ყველა ეს ნიუანსი კვლავ დღის წესრიგშია“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics