09:12 - 06 Jun, 2026
|
2025-04-07 15:05:48, 3714 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი აირჩიეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი 4 აპრილს წარადგინა. "დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევს ბატონი სულხანი". - თქვა კობახიძემ. თამაზაშვილი თორნიკე რიჟვაძეს ჩაანაცვლებს, რომელიც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციიდან 7 წლის შემდეგ, 2025 წლის 4 აპრილს გადადგა. ცნობისთვის, აქამდე თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)