|
2025-04-07 13:37:51, 547 ნახვა
პოლიტიკა
ანა ბუჩუკური - მნიშვნელოვანია პარტნიორებისგან ისეთი რეაგირებები, რომლებიც ნაკლებად შეეხება მოქალაქეებს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მოთხოვნები ელემენტარული იყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ატეხა ისტერია და გააფუჭა ურთიერთობა. ამასთან, ბუჩუკურის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი „გახარია საქართველოსთვის“ მიმართვა „ნაცმოძრაობის“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიმართვისგან შინაარსობრივად განსხვავებული იყო. ანა ბუჩუკურის განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის პოზიცია ყოველთვის იყო განსხვავებული და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ისეთი რეაგირებები მოხდეს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ნაკლებად შეეხება საქართველოს მოქალაქეებს და კონკრეტულ ინდივიდებს დააკისრებს პასუხისმგებლობას. „გამოჩნდება, რას გადაწყვეტენ. ფაქტობრივად, ელემენტარული მოთხოვნების გამო ატეხა „ოცნებამ“ ისტერია. კერძოდ, პასეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მოთხოვნილ იქნა მართლაც ელემენტარული – ნუ სცემთ ახალგაზრდა ბავშვებს, გააუქმეთ ის რაღაც სადამსჯელო კანონები და დანიშნეთ ახალი არჩევნები ამ კრიზის განსამუხტადო. ამათ კი დაიწყეს ფეხების ბაკუნი და ფაქტობრივად, დაანგრიეს და მოსპეს ის ურთიერთობა. ევროპის საბჭო არის პირველი საერთაშორისო ევროპული ორგანიზაცია, რომლის წევრიც გახდა საქართველო. ფეხის ბაკუნით და ისტერიკულად, ელემენტარული მოთხოვნების შესრულება არ უნდოდათ. მოთხოვნები რა, რეკომენდაციები პასეს მხრიდან – სთხოვდნენ, ნუ სცემთ ახალგაზრდებს, შეეშვით ადამიანების ჩაგვრას და კრიზის განსამუხტად გირჩევთ, დანიშნოთ ახალი არჩევნები. ეს რეკომენდაციები მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან და ფეხის ბაკუნის, ისტერიის გამო გამოვიდნენ, გააკეთეს განცხადება, ჩვენ თქვენთან ურთიერთობას ვაჩერებთო, ეს ახლა ნორმალურია? რაში ჯდება? დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენი წარმომადგენელი დღეს იქ არ არის, ვერ გეტყვით სხვა ოპოზიციაზე. იცით, რომ მათ ერთობლივად გააკეთეს მაშინ მიმართვა. დაველოდით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ ყოველთვის განსხვავებული პოზიცია გვქონდა, მათ შორის პასესადმი მიმართვა იყო განსხვავებული. „ნაცმოძრაობის“ და კიდევ რამდენიმე პარტიის მიმართვა იყო განსხვავებული შინაარსის, ნამდვილად ვადასტურებ. ვერ გეტყვით, დანარჩენი ოპოზიცია რას აპირებს. ჩვენ ცალკე გვქონდა სხვა შინაარსის წერილი გაგზავნილი, პრინციპში საჯაროა და შეგიძლიათ ნახოთ, დანარჩენ ოპოზიციას სხვა შინაარსის. არ ვიცი და ვერ გეტყვით, სხვა ოპიზიცია რას აპირებს დამატებით. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენი გუნდის პოზიცია ყოველთვის იყო განსხვავებული, მით უმეტეს საერთაშორისო ასპარეზზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი რეაგირებები მოხდეს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ნაკლებად შეეხება საქართველოს მოქალაქეებს და კონკრეტულ ინდივიდებს დააკისრებს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)