|
2025-04-07 13:31:07, 808 ნახვა
სამართალი
ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს. ამასთან, პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეძახილებით „თავისუფლება მზიას“. აქციის მონაწილეები ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლება თავისუფალ მედიაზე ზეწოლას სხვადასხვა ფორმით ახორციელებს, კერძოდ, ჟურნალისტებს სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ, ასევე სამთავრობო შეხვედრებზე ჟურნალისტებს კარს უკეტავენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ცნობისთვის, გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამაღლობელი 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)