18:13 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 13:01:55, 665 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის საგარეო - აშშ-ის მუქარა და ზეწოლა არ არის ჩინეთთან ურთიერთობის სწორი გზა

მუქარა და ზეწოლა არ არის ჩინეთთან ურთიერთობის სწორი გზა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლი ციანმა განაცხადა.

პრესსპიკერის თქმით, შეერთებული შტატები, სხვადასხვა საბაბით, აწესებს ტარიფებს ყველა სავაჭრო პარტნიორზე, მათ შორის ჩინეთზე, რაც სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს.

„ჩინეთის მთავრობამ ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის მიერ ტარიფების ბოროტად გამოყენების შესახებ. შეერთებული შტატები, სხვადასხვა საბაბით, აწესებს ტარიფებს ყველა სავაჭრო პარტნიორზე, მათ შორის ჩინეთზე, რაც მძიმედ არღვევს სხვა ქვეყნების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს, მნიშვნელოვნად აზიანებს წესებზე დამყარებულ მულტილატერალურ სავაჭრო სისტემას და არღვევს გლობალურ ეკონომიკურ წესრიგს, სტაბილურობას. ჩინეთის მთავრობა მკაცრად გმობს და მტკიცედ ეწინააღმდეგება ასეთ ქმედებებს. აშშ-ის მიდგომა არის ტიპური ცალმხრივობის, პროტექციონიზმისა და ეკონომიკური ბულინგის აქტი, რომელიც ზიანს აყენებს სხვებს, მაგრამ საბოლოოდ თავადვე უბრუნდება უკან“, – განაცხადა ციანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტრამპმა ჩინეთს დამატებითი 34-პროცენტიანი ტარიფები დაუწესა. მანამდე დაწესებულ 20%-იან ტარიფთან ერთად, ჯამში, ჩინეთისთვის ტარიფები 54%-მდე გაიზარდა. საპასუხოდ, ჩინეთმა აშშ-ს დამატებითი 34%-იანი ტარიფი დაუწესა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics