|
2025-04-06 20:58:35, 911 ნახვა
სამართალი
ინდიგოს ჟურნალისტს პოლიციის მანქანაში კამერის დამტვრევით დაემუქრნენ
დღეს, ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავეს. მისმა ადვოკატმა, მარიამ ყველაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში საბას მონახულების შემდეგ მედიასთან საუბარში თქვა, რომ პოლიციელებმა ჟურნალისტის მიმართ გამოიყენეს ჰომოფობიური ლექსიკა, წაართვეს კამერა და მისი დამტვრევით დაემუქრნენ. ყველაშვილი ამბობს, რომ მაშინ როდესაც სორდია მარჯანიშვილის მეტროსთან მეგობრებს ელოდებოდა,მასთან პოლიიცს თანამშრომლები მივიდნენ და "გადამოწმების მიზნით" პირადობის მოწმობის წარდეგან სთოხვეს, რაც ჟურნალისტმა დააკმაყოფილა. ასევე, სორდიამ პოლიციის თხოვნით საკუთარი ჩანთაც გახსნა და პოლიციას მისცა საშუალება ის შიგნიდან დაეთვალიერებინათ, თუმცა მან უარი განაცხადა პოლიციის მხრიდან ჩანთის გაჩხრეკვაზე, რის გამოც ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტისთვის პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე არ განუმართავთ, რომ ის დაკავებული იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)