|
2025-04-06 17:42:49, 1049 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოსა“ და ISFED-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცესკო-ს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოსა“ და ISFED-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩინჩალაძემ მიიღო. “ძლიერმა საქართველომ” და ISFED-მა საქალაქო სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რომელიც შეეხებოდა ცესკო-ს მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. გარდა ამისა, იკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება. “ძლიერი საქართველოს” ადვოკატი, თორნიკე ართქმელაძე განმარტავს, რომ ჩანაწერი სრულად ეწინააღმდეგება “საარჩევნო კოდექსს”.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)