|
2025-04-06 13:21:01, 847 ნახვა
მსოფლიო
კონგრესმენი ალ გრინი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიცირებას გეგმავს
„დემოკრატი“ კონგრესმენი ალ გრინი აცხადებს, რომ რომ უახლოეს 30 დღეში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს. გამოცემა Hill-ის ინფორმაციით, ალ გრინმა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის - „ხელების შორს“ - მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ ის არ იმსახურებს აღმასრულებელ თანამდებობაზე ყოფნას. „ის გოლიათია. ის აკონტროლებს სამხედრო გენერლებს. ის აკონტროლებს იუსტიციის დეპარტამენტს. ის აკონტროლებს „რესპუბლიკურ პარტიას“, მაგრამ, ჩემო მეგობრებო, ყოველი გოლიათისთვის არსებობს დავითი. მინდა იცოდეთ, ბატონო პრეზიდენტო, ეს დავითი აპირებს თქვენს წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლების წარდგენას უახლოესი 30 დღის განმავლობაში“, - განაცხადა კონგრესმენმა. შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის ქალაქებში მილიონობით ადამიანმა დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის პოლიტიკა გააპროტესტა. მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები 1 400-მდე ლოკაციაზე აშშ-ის 50-ვე შტატსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)