09:58 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 16:40:26, 929 ნახვა

მსოფლიო
ცნობილი გახდა ჩინეთის მიერ აშშ-სთვის დაწესებული ტარიფების დეტალიზაცია

ცნობილი გახდა ჩინეთის მიერ აშშ-სთვის დაწესებული ტარიფების დეტალიზაცია. ინფორმაციას რამდენიმე დასავლური მედია ავრცელებს და წერს რომ აშშ-ს ეკონომიკისთვის ეს დიდი დარტყმაა. რა არის ცნობილი ამ დროისთვის.

 34%-იანი ტარიფი სრულად დაწესდა აშშ-ს იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე.  აშშ-ს სოფლის მეურნეობის ვაჭრობამ კიდევ ერთი დარტყმა მიიღო: ჩინეთის საბაჟომ დაუყოვნებლივ შეაჩერა აშშ-ს მარცვლოვანი ექსპორტიორი კომპანიის მიერ C&D Inc.-ის სორგოს, ასევე სამი ამერიკული კომპანიის მიერ ფრინველებისა და ძვლის ფქვილის იმპორტი. 

პეკინმა ასევე გამოაცხადა შეზღუდვები საშუალო და მძიმე იშვიათი მეტალების ექსპორტზე აშშ-ში, მათ შორის საუბარია სამარიუმზე, გადოლინიუმზე, ტერბიუმზე, დისპროსიუმზე, ლუტეციუმზე, სკანდიუმსა და იტრიუმზე. ჩინეთმა ექსპორტის კონტროლის სიაში დაამატა აშშ-ის 16 სუბიექტი, რაც კრძალავს ორმაგი დანიშნულების პროდუქტების მიწოდებას აღნიშნულ კომპანიებზე. 

„არასაიმედო სუბიექტების“ სიაში დაემატა კიდევ 11 ამერიკული კომპანია, რაც საშუალებას აძლევს პეკინს, ამ კომპანიების წინააღმდეგ სასანქციო ქმედებები აამოქმედოს. შეზღუდულ-დასჯილ კომპანიებს შორის არიან Skydio Inc. და BRINC Drones — ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო.

 გარდა ამისა, დაიწყო ანტიდემპინგური გამოძიება აშშ-დან და ინდოეთიდან შემოტანილ გარკვეულ სამედიცინო კომპიუტერული ტომოგრაფიის მილების (CT tubes) იმპორტზე, ასევე დაიწყება ფართომასშტაბიანი ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის გამოძიება ამ სფეროში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics