2016-03-14 12:27:53, 534 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობა სამხატვრო აკადემიის, თეატრალურისა და სეუ-ს სტუდენტებმაც გამოუცხადეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თსუ-ს წინ უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატს გიორგი გაფრინდაშვილს მიმართავენ „მოხსენი“.
ასევე სტუდენტების შეძახილები მიმართულია უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავას მისამართითაც: „პაპავა უღირსი პენსიაზე“, „ჩვენ ვგმობთ ოდეერს, ე.ი ვგმობთ პაპავას“, „თავისუფლება უნივერსიტეტს“, „არ გვინდა მოძალადე კანცლერი“. სტუდენტები ითხოვენ, რომ გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას.
თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ: სამხატვრო აკდემიის, თეატრისა და კონოს უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიიტეტის სტუდენტები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან