20:39 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 09:30:21, 820 ნახვა

მსოფლიო
სირიის საგარეო უწყება - ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაშავდა

სირია ისრაელის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ თავდასხმებს გმობს და მისი სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად აფასებს, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

„საერთაშორისო სამართლისა და სირიის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევით, ისრაელის ძალებმა განახორციელეს საჰაერო თავდასხმები ქვეყნის ხუთ ლოკაციაზე. ეს გაუმართლებელი ესკალაცია სირიის დესტაბილიზაციისა და მისი ხალხის ტანჯვის გამწვავების მიზანმიმართული მცდელობაა“, - აღნიშნულია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათი მტკიცებით, თავდასხმებმა ცენტრალურ პროვინცია ჰამაში სამხედრო აეროპორტის თითქმის სრული განადგურება გამოიწვია, დაშავდა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი.

ცნობისთვის, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ სირიის ქალაქებში : დამასკოში, ჰამასა და ჰომსში სამხედრო ავიაბაზებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ავიაიერიშები მიიტანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics