|
2025-04-02 16:10:39, 815 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ ფილიპინებისთვის 20 ერთეული F-16 ტიპის გამანადგურებლის გაყიდვა დაამტკიცა
აშშ-მ ფილიპინებისთვის 20 ერთეული F-16 ტიპის გამანადგურებლის გაყიდვა დაამტკიცა. აშშ-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს (DSCA) ინფორმაციით, ფილიპინებისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლებისა და მათთან დაკავშირებული აღჭურვილობის გაყიდვაა დაგეგმილი, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 5.58 მილიარდ დოლარს შეადგენს. "ეს გარიგება ხელს უწყობს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, რადგან ის აძლიერებს იმ სტრატეგიული პარტნიორის თავდაცვისუნარიანობას, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკური სტაბილურობის, მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში," - ნათქვამია DSCA-ს განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას პიტ ჰეგსეთი, თავდაცვის მინისტრის რანგში აზიაში პირველი ვიზიტის ფარგლებში ფილიპინებში ჩავიდა. ვიზიტის დროს აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ვაშინგტონი ინდო-წყნარ ოკეანეთის რეგიონში "ჩინეთის აგრესიის" საპასუხოდ "დაშინების მექანიზმის აღდგენას გაძლიერების" ფარგლებში მანილასთან სამხედრო ალიანსს გააძლიერებს. პარასკევს ჰეგსეთმა ასევე თქვა, რომ აშშ ფილიპინებში ერთობლივი წვრთნებისთვის დამატებით თანამედროვე სამხედრო ტექნიკას განათავსებს, გააძლიერებს თანამშრომლობას მაღალი ინტენსივობის ოპერაციების ჩასატარებლად და პრიორიტეტს თავდაცვის ინდუსტრიულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას მიანიჭებს. აშშ-სა და ფილიპინებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას 2 აპრილს ჩინეთი გამოეხმაურა: "ფილიპინების სხვა ქვეყნებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა არ უნდა იყოს მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ, არ უნდა აყენებდეს საფრთხის ქვეშ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ან იწვევდეს დაძაბულობის გამწვავებას. რაც შეეხება კითხვას თუ ვინ ასხამს ნავთს ცეცხლზე, ვინ აღვივებს სამხედრო დაპირისპირებას და ვინ აქცევს აზიას დენთის კასრად, მიგვაჩნია, რომ რეგიონულ ქვეყნებს ამ ვითარების ზუსტი დანახვა შეუძლიათ," - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ჯიაკუნმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)