22:06 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 18:49:57, 941 ნახვა

პოლიტიკა
,,დროა“ - პრობლემად მიგვაჩნია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ საერთო პოზიციის არარსებობა

ჩვენ ვიყავით და ვართ საგარეო ურთიერთობებში ერთობლივი სტრატეგიით მოქმედების, პროტესტის ერთობლივად დაგეგმვის, არათუ მონაწილე, ხშირ შემთხვევაში ინიციატორი. ამ საკითხებზე კოორდინირებულ ძალისხმევას მომავალშიც დავუჭერთ მხარს, - ამის შესახებ “დროას“ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, „დროას“ სტრატეგიულ პრობლემად მიაჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ მკაფიო საერთო პოზიციის არარსებობა.

„პროდასავლური პარტიების შეთანხმებული მუშაობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, პარტია “დროასთვის” ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენ ვიყავით და ვართ საგარეო ურთიერთობებში ერთობლივი სტრატეგიით მოქმედების, პროტესტის ერთობლივად დაგეგმვის, არათუ მონაწილე, ხშირ შემთხვევაში ინიციატორი. ამ საკითხებზე კოორდინირებულ ძალისხმევას მომავალშიც დავუჭერთ მხარს.

სტრატეგიულ პრობლემად მიგვაჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ მკაფიო საერთო პოზიციის არარსებობა. ჩვენ ვთვლით, რომ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი დღესვე, არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი ახალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპოვებლად და ივანიშვილის რეჟიმის საბოლოო დელეგიტიმაციისთვის.

ამ საკითხზე საერთო პოლიტიკური პოზიცია კი უმნიშვნელოვანესია პარტიებს შორის სტრატეგიული ერთიანობის ჩამოყალიბებისთვის”, - აღნიშნულია „დროა - კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics