14:48 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 15:08:14, 596 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა რაფაჰის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰის და რამდენიმე მიმდებარე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ისრაელმა ღაზას რამდენიმე რაიონში დაბომბვა განაახლა.

რაფაჰი ძირითადად ნანგრევებად იქცა გასული წლის მაისში მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

ისრაელი აცხადებს, რომ ეგვიპტის მოსაზღვრე რეგიონში მისი ყოფნის შენარჩუნება საჭიროა, რათა იარაღის კონტრაბანდა აიცილონ თავიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics