|
2025-03-31 14:35:27, 820 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - დღეს არავის აქვს უფლება, რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი საერთო მონაპოვარი
დღეს არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის ან რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი საერთო მონაპოვარი - ჩვენ ყველანი, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება, ერთად გადავწყვეტთ, როგორ განვაგოთ საკუთარი სვე-ბედი, ვინ გავიხადოთ მტრად და მოყვარედ, და „რომელ ვარსკვლავს მივსდიოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია. მისივე თქმით, უკვე 34 წელია საქართველო ამ გზას ადგას და ურთულესი წინააღმდეგობების დაძლევასთან ერთად მის განმტკიცებას ცდილობს, „ეს ბრძოლა დასრულებული არ არის და არც არასოდეს დასრულდება“. „1991 წლის 31 მარტს, საერთო-სახალხო რეფერენდუმზე დასმულ ერთადერთ კითხვას, “თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოსახლეობამ უპასუხა - დიახ! ამ ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე, ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმიდან ცხრა დღეში გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. დღეს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეცაა, მას 86 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს გასაბჭოებიდან ზუსტად 70 წლის თავზე სრულიად საქართველომ გამოხატა ცალსახა და მკაფიო სურვილი, ჰქონოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჰქონოდა სუვერენიტეტი და საკუთარი ბედი თავად განეგო. დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია. უკვე 34 წელია საქართველო ამ გზას ადგას და ურთულესი წინააღმდეგობების დაძლევასთან ერთად მის განმტკიცებას ცდილობს. ეს ბრძოლა დასრულებული არ არის და არც არასოდეს დასრულდება. საქართველოს ყველა თაობის პრივილეგია არის და უნდა იყოს საკუთარ სახელმწიფოზე ზრუნვა, მისი დაცვა და სიძლიერე. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში კარგად უნდა ჩავიბეჭდოთ თავში, რა არჩევანს ვაკეთებთ, ვისი მემკვიდრეები ვართ და სად ვდგავართ. 31 მარტს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა საბჭოთა კავშირში ყოფნას, მის გავლენასა და დიქტატს. მან ხმა მისცა არა ბატონის შეცვლას ან უკეთეს მონობას, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას. ქართველმა ერმა სრულად გადაიხადა თავისი ნების გამოვლენის მძიმე ფასი, განვლო ყველა ის რთული პროცესი, რაც სახელმწიფოებრიობის მოპოვებას დასჭირდა. სწორედ ამიტომ, დღეს არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის ან რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი საერთო მონაპოვარი. არავის აქვს უფლება გაცვალოს ჩვენი დამოუკიდებლობა ახალ მონობაზე, ახალ ვასალობაზე, უცხო ქვეყნის გავლენასა და მათ ინტერესებზე, რაოდენ თვალისმომჭრელად არ უნდა ეჩვენებოდეთ რომელიმე უცხოტომელზე დაქვემდებარება. ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს! ძალაუფლების წყარო არის ხალხი! ხალხმა თქვა და გამოავლინა თავის ნება. გამოავლინა 1991 წლის 31 მარტს და გამოავლინა 2024 წლის 26 ოქტომბერსაც, როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა ამ არჩევნებს რეფერენდუმის შინაარსი შესძინეს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გაიმეორა და დაადასტურა 31 მარტის რეფერენდუმის შედეგი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს! ჩვენ 70 წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ საბჭოთა იმპერიაში, რომელმაც თავისი დაღი დაასვა ჩვენს მენტალობას. ამის შედეგია, რომ სხვისი დროშების მოფრიალე ადამიანები კვლავ ეძებენ მფარველს, ახალ ბატონს, ახალ ჰეგემონს, მამას და ქოლგას, რომელიც შეიფარებს, უპატრონებს, რისკებისგან დააზღვევს, აჭმევს და გაათბობს. მონობის ამ სურვილის მიღმა იმალება უმწიფრობა და ინფანტილიზმი. ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ უნდა გავიზარდოთ. და ჩვენ გავიზარდეთ. ჩვენ ყველანი, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება, ერთად გადავწყვეტთ, როგორ განვაგოთ საკუთარი სვე-ბედი, ვინ გავიხადოთ მტრად და მოყვარედ, და „რომელ ვარსკვლავს მივსდიოთ“. ეს დღე ჩვენია, ყველა მოქალაქის, ვინც თავისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ირჩევს, ვინც მტკიცედ ვთქვით, რომ გვინდა, ვმართოთ და არა გვმართონ!“- წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)