06:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 13:23:39, 602 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოში დემოკრატიის რეალური წინსვლა უზრუნველვყოთ

ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოში დემოკრატიის რეალური წინსვლა უზრუნველვყოთ და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ისეთი პარტიების აკრძალვა მოვითხოვოთ, რომლებიც მავნებლურ საქმიანობას ეწევიან, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა, რომ პოლიტიკურ სპექტრს პოლიტიკურ პარტიებად შენიღბული სინდიკატები, ფაქტობრივად, დანაშაულებრივი სინდიკატები უნდა ჩამოსცილდნენ, რომელთა საქმიანობის სფეროში შედის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებები, ომის პროპაგანდა, შუღლის გაღვივება და ა.შ“.

„ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოში დემოკრატიის რეალური წინსვლა უზრუნველვყოთ და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ისეთი პარტიების აკრძალვა მოვითხოვოთ, რომლებიც ამ მავნებლურ საქმიანობას ეწევიან. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებლობა არსებობს, იგივე პირებმა სხვა სატელიტი პარტიები შექმნან, ამიტომ, საკანონმდებლო წესი იქნება, რომლის მიხედვითაც, პარტიის შექმნა იგივე პირთა წრეს არ შეეძლება. ბუნებრივია, გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. ოპოზიცია, რომელიც ამ საკითხს აპროტესტებს, უმეტესად რადიკალური, ექსტრემისტული დაჯგუფებებია, რომელთა საქმიანობაც არის არა პოლიტიკა, არამედ ქვეყნის აყირავება და რევოლუცია. ამიტომ ცხადია, რომ მათ ეს კანონპროექტი არ მოსწონთ. მათ არაფერი მოსწონთ ისეთი, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და დემოკრატიის დაცვას ემსახურება”, - განაცხადა მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics