00:26 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 09:15:53, 733 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ „ნაციონალური მოძრაობა“

რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ "ნაციონალური მოძრაობა” - ვინც ხმას არ ამოიღებს, გაიტრუნება, ყველა იქნება ლუსტრირებული, როგორც ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის მოუწოდებს ყველას, "ამოიღონ ხმა" და დააფიქსირონ პოზიცია.

"რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”, ანუ გააუქმონ განსხვავებული აზრი, გააუქმონ ევროპული პერსპექტივა, გააუქმონ პოლიტიკა, გააუქმონ დემოკრატია!

ეს პროცესი ნიშნავს, რომ ივანიშვილი უკვე ოფიციალურად აუქმებს არჩევნებს, სახელმწიფოს და გვაბარებს მტერ სახელმწიფოს!

ვინც, რომელი ოპოზიციური პარტიაც, ოპოზიციონერიც ამ პროცესზე ხმას არ ამოიღებს, გაიტრუნება ან "მაგრამ"-ებით, "თუ"-ებით ისაუბრებს, ყველა იქნება ლუსტრირებული, როგორც ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია!

მოვუწოდებ ყველას, ამოიღეთ ხმა და დააფიქსირეთ პოზიცია!

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ერთი პარტიის გასამართლებაა პუტინის საამებლად, ძალიან ცდებით - არაერთხელ შემცდარხართ და ამიტომ ვართ "აქ" .

ივანიშვილი არ ტოვებს სივრცეს გარდა ფიზიკური თავდაცვისა, შეტევაზე გადასვლისა და რეჟიმის წინააღმდეგ ძალის დაპირისპირებისა!

ეჭვი მაქვს, რასაც თესავთ, აუცილებლად მოიმკით!

"ნაციონალური მოძრაობა”, უბრალოდ ის ხალხი, ვინც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობთ, დაპლიუსდით კომენტარებში", - წერს ხაბეიშვილი "ფეისბუქზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics