2025-03-26 15:23:22, 2655 ნახვა
კომენტარი
პესკოვი - გუცულის დაკავება ნიშნავს უარს დემოკრატიის პრინციპებზე
![]() კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი გმობს მოლდოვის ხელისუფლების ქმედებებს, გაუგაზიის ლიდერთან, ევგენია გუცულთან დაკავშირებით. მისი თქმით, კიშინიოვმა უარი უნდა თქვას მსგავს მეთოდებზე. "ჩვენ, რასაკვირველია, ვგმობთ ასეთ ქმედებებს და მივიჩნევთ, რომ კიშინიოვმა უნდა უარი თქვას მსგავს მეთოდებზე და უზრუნველყოს მოქმედების თავისუფლება ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალისთვის". - თქვა პესკოვმა. კრემლის სპიკერის შეფასებით, მოლდოვის ხელისუფლება ღია ზეწოლის მეთოდებს იყენებს მაია სანდუს კონკურენტი, პოპულარული პოლიტიკოსების წინააღმდეგ. "როგორც ჩანს, კიშინიოვმა აირჩია ტაქტიკა – უარი თქვას კანონზე, დემოკრატიის პრინციპებსა და პოლიტიკურ პლურალიზმზე და უბრალოდ განახორციელოს ღია ზეწოლა ყველა პოლიტიკურ კონკურენტზე". - თქვა პესკოვმა. ამასთან, პესკოვის თქმით, გუცულის დაკავება "სცდება ყველა დემოკრატიული ნორმისა და პრინციპის ფარგლებს და იმეორებს რუმინეთის ქცევას, სადაც დემოკრატია ფეხქვეშ გათელეს". კიშინიოვში მოლდოვის ავტონომიური ოლქის, გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული 25 მარტს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|