|
2025-03-25 15:00:20, 1077 ნახვა
სამართალი
ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ მოსამართლეს „მონა“ უწოდა, რის გამოც, ის მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ბრალდებული რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა. აღნიშნული მას მაშინ მოხდა, რაც ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რომ სასამართლო სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სასამართლო სხდომის მონიტორინგის განსახორციელებლად დაეშვა. შუამდგომლობასთან დაკავშირებით ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ სიტყვა ითხოვა, მოსამართლეს მიმართა და მას „მონა“ უწოდა. „ჩვენ ისიც გვეყოფა, რომ უდანაშაულოები ვართ დატყვევებულები. როგორი შეუგნებელი უნდა იყოს ადამიანი... რა დააშავა ჩემმა და ამათმა მშობლებმა? ეგეთი შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყო?“ - მიმართა რევაზ კიკნაძემ მოსამართლეს. ამის შემდეგ კი, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა, რევაზ კიკნაძემ კი სასამართლო დარბაზის დატოვების დროს საქართველოს ჰიმნის შესრულება დაიწყო. ასევე საკუთარი გადაწყვეტილებით დარბაზი დატოვა ბრალდებულმა რუსლან სივაკოვმა. ადვოკატებმა, ინციდენტის შემდეგ, მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყა
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)