|
2025-03-25 11:48:57, 592 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი საგამოძიებო კომისიის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარებაზე - ეს მორიგი პოლიტიკური დევნაა
არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს არის მორიგი პოლიტიკური დევნა, - ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიაში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაბარება. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება იმ ადამიანების დევნას ცდილობს, რომლებსაც „შეუძლიათ ქვეყანა გადააქციონ თანამედროვე, ევროპულ, წარმატებულ სახელმწიფოდ“. „არალეგიტიმური “ქართული ოცნების“ მხრიდან ეს არის მორიგი პოლიტიკური დევნა იმ ადამიანების, რომლებსაც „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ამ ქვეყანაში შეუძლია და გაკეთებული აქვს უამრავი საქმე, იქნება ეს საერთაშორისო ინვესტიციების შემოტანა, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების უნარი. „ქართულმა ოცნებამ“ არ და ვერ შეასრულა ვერცერთი დაკვეთა, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა- ვერც ანაკლიის აშენება, ვერც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ვერც სამუშაო ადგილების შექმნა, ვერც სამართლიანი სასამართლოს შექმნა, რაც მათი დაპირება იყო. ახლა ის აწარმოებს ერთადერთ რამეს, რაც დარჩენია- ეს არის პოლიტიკური ოპონენტების, იმ ადამიანების დევნა, რომლებსაც შეუძლიათ ეს ქვეყანა გადააქციონ თანამედროვე, ევროპულ, წარმატებულ სახელმწიფოდ“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა. როგორც ხაზარაძე აცხადებს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს. ის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ არასდროს გაქცევია მართლმსაჯულებას. ხაზარაძე ხელისუფლებას ურჩევს, თუ რამე აქვთ გასარჩევი, სასამართლოს მიმართონ.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)