16:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 09:06:16, 508 ნახვა

პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე - გერმანიის გადაწყვეტილება ძალიან მისასალმებელია

ვინაიდან ევროკავშირის დონეზე სანქციებს ორბანი ბლოკავს, ყველა დარჩენილმა წევრმა სახელმწიფომ ისინი ინდივიდუალურად უნდა დააწესოს, - ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე გერმანიის მიერ საქართველოში საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის“ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების დაწესებას.

„გერმანიის გადაწყვეტილება, დააწესოს პერსონალური სანქციები ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის ეროზიაზე არიან პასუხისმგებლები, ძალიან მისასალმებელია. ვინაიდან ევროკავშირის დონეზე აღნიშნულ სანქციებს ორბანი ბლოკავს, ყველა დარჩენილმა წევრმა სახელმწიფომ ისინი ინდივიდუალურად უნდა დააწესოს“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.

ამასთან, ევროპარლამენტარი ლიეტუვაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტსაც გამოეხმაურა.

„კეთილი იყოს თქვენი ლიეტუვაში მობრძანება, პრეზიდენტო. როგორც ერთი თავისუფლებისმოყვარე ერი მეორეს, ჩვენს ქართველ და-ძმებს ყოველთვის მხარს დავუჭერთ!“, - აღნიშნავს ლიეტუველი ევროპარლამენტარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics