|
2025-03-24 16:20:21, 766 ნახვა
საზოგადოება
პირველი არხი - თანამშრომლების ნაწილის მხრიდან, რომლებიც პროტესტს უერთდებიან, არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულების პირობები
საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს და ისევ ამბობს, რომ მაუწყებლის წინააღმდეგ „აქტიურად ხორციელდება მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია“. ტელევიზია ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი მხრიდან არაერთხელ დაირღვა შრომითი ხელშეკრულების პირობები, ასევე შინაგანაწესი. „პირველი არხის“ განცხადებით, მათ მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედიაორგანიზაციის იმიჯის, ნდობის დაზიანებას, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე.
ტელევიზია განმარტავს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზაციაში არსებობს ორი ხელმძღვანელი ორგანო – სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი (მასთან არსებული დირექტორთა საბჭო) და რომ სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ გამოთქმულ შეფასებებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს:
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა დაასრულა მსჯელობა მათი ჟურნალისტების – ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის კრიტიკულ განცხადებებზე. ბორდის წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ მაუწყებლის ჟურნალისტები, რომლებიც აკრიტიკებენ არხის პოლიტიკას, შესაძლოა დაინტერესებულნი არიან „ფინანსებით, ან პოლიტიკური ინტერესით, ან ორივეთ ერთად“. ბორდმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ჟურნალისტების საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)