18:00 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 14:46:37, 539 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ზურაბიშვილზე - ეს ადამიანი საერთოდ სპორტსა და ფეხბურთში რომ ვერ ერკვევა, გასაგებია

„არც გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება და არც სტადიონზე შესვლა, სასიამოვნო ფაქტი არ იყო, თუმცა, ფეხბურთს მსგავსი მომენტები ახასიათებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ის წერს: „მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს ზოგი ჩვენი უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის“, კახა კალაძის თქმით, ამით ჩანს, როგორი დამოკიდებულება აქვს სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეების მიმართ.

„თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი მაკკეინის ფონდის კონსულტანტია თუ რაღაც მსგავსი. ეს ადამიანი საერთოდ სპორტსა და ფეხბურთში რომ ვერ ერკვევა, გასაგებია. ისიც ნათლად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ცხადია, რაც მოხდა, არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ფეხბურთში მსგავსი ფაქტები ხდება - გულშემატკივრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეგობარ სომხებთან რაიმე დაძაბულობა გვაქვს. ცუდი იყო ფაქტი, მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, არ და ვერ აისახება ჩვენს მეგობარ დებთან და ძმებთან ურთიერთობაზე.

არც ის ფაქტი იყო ლამაზი, გულშემატკივარი მოედანზე რომ შევიდა, თუმცა, ფეხბურთს ახასიათებს მსგავსი მომენტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics