|
2025-03-24 13:48:52, 544 ნახვა
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი - დონალდ ტრამპს არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ამერიკის მოქალაქეების ინტერესებში შედის
დონალდ ტრამპს არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ამერიკის მოქალაქეების ინტერესებში შედის, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გრენლანდიაზე საუბრის დროს განაცხადა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დანია, რომელიც ფლობს კუნძულ გრენლანდიას, „არ აკეთებს თავის საქმეს“ და არ არის კარგი მოკავშირე. „ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს თუ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო დიდი ტერიტორიული ინტერესი უნდა გვქონდეს გრენლანდიის მიმართ, მაშინ ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი გეგმავს. იმიტომ, რომ მას არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები, მას აინტერესებს, პირველ ყოვლისა, რა არის ამერიკის მოქალაქეების ინტერესებში“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)