|
2025-03-21 15:49:47, 602 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ჩიკვაიძე იმიტომ ისჯება, რომ გამოამზეურა ივანიშვილის კავშირები ,,ეფესბესთან“
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, ჩიკვაიძე „გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი, როგორც ძალიან მამაცი და უკიდურესად საჭირო მოწმე“. „გიორგი ჩიკვაიძე იმიტომ ისჯება, რომ მან ამხილა და კონკრეტულად გამოამზეურა ივანიშვილის კავშირები „ეფესბესთან“ და მისი კურატორი დაასახელა. ის უკვე მე-11 დღეა შიმშილობს. მინდა მოვუწოდო მას შეწყვიტოს შიმშილობა. ის გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი, როგორც ძალიან მამაცი და უკიდურესად საჭირო მოწმე. გიორგი მოგიწოდებ ბრძოლის გაგრძელებისკენ სხვა მეთოდებით“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო. დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები
პაპუაშვილი - ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)