19:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 13:29:57, 347 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილი, რუხაძე და მისი პროპაგანდისტული მედიები იმ ტიპის სანქციებს ელიან, რომელიც რეჟიმს ჩამოშლის

ივანიშვილი, რუხაძე და მისი პროპაგანდისტული მედიები იმ ტიპის სანქციებს ელიან, რომელიც „ქართული ოცნების“ ხუხულას ჩამოშლის, რაც მხოლოდ და მხოლოდ ფულზე დგას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მათ „რუსულ რეჟიმს საყრდენი - პროპაგანდისტული მედიასაშუალებები უნდა გამოაცალონ“.

„მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი და რუსული რეჟიმი ამბობს, თითქოს, სანქციების არ ეშინია, მის მთავარ ხაზად და მთავარ შიშად სწორედ სანქციებია. ბრიტანეთი მნიშვნელოვანი წერტილია, საიდანაც ივანიშვილს და მის მედიაპროპაგანდისტებს სანქციები ელის. ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე ბრალდებულია და მის შესახებ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიღებულია, მას მოუწევს 170 მლნ გირვანქა სტერლინგის გადახადა იმ თაღლითობისთვის და კომერციული შეთქმულებისთვის, რაც რუხაძემ ბრიტანეთის ფარგლებში ჩაიდინა. დღეს, ივანიშვილი, რუხაძე და მისი პროპაგანდისტული მედიები იმ ტიპის სანქციებს ელიან, რომელიც „ქართული ოცნების“ ხუხულას ჩამოშლის, რაც მხოლოდ და მხოლოდ ფულზე დგას. ეს მნიშვნელოვანია მარტივი მიზეზის გამო, ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს უნდა გამოვაცალოთ ის საყრდენი, რაც არის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები და რაც არის ტყუილი, რაზეც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურ რეჟიმში დგას“, - განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რამდენიმე დღის წინ, ინგლისის უზენაეს სასამართლოში დავა წააგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 170 მლნ დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics