19:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 12:15:24, 407 ნახვა

პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი - აშშ-ს ესმის, რომ ირანის და ჩინეთის მეგობრები ვერ იქნებიან აშშ-ს მეგობრები

,,ქართული ოცნების" პირობებში ამერიკათან ურთიეღთობების გადატვირთვა ვერ მოხდება - ამის შესახებ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ამას ცხადყოფს "ოცნების" მიერ არაერთხელ გაკრიტიკებული სენატორი რიშის მაგალითიც, რომელსაც ტრამპმა ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის, ჩინეთის და ირანის მეგობარი "ოცნება" ამერიკის მეგობარი ვერასდროს გახდება. 

ვხედავთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც არალეგიტიმური, რუსული ოცნების წარმომადგენლები მუდმივ შეურაცხყოფას აყენებენ და წარმოუდგენელი ლექსიკით საუბრობენ მათზე, ეს ადამიანები არათუ რჩებიან აშშ-ში მაღალ თანამდებობებზე, არამედ მათ აქვთ ურყევი მხარდაჭერა უკვე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ასეთია, მათ შორის, ბატონი რიში. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ვერანაირი გადატვირთვა და ურთიერთობების განახლება „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერ მოხდება აშშ-თან, იმიტომ, რომ მათთვის ძალიან კარგად არის გასაგები, რომ ირანის, ჩინეთის და რუსეთის მეგობრები ვერ იქნებიან ამავდროულად ამერიკის მეგობრები. „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას ძალიან ზუტად აქვს დანახული, ვინ ვინ არის, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics