|
2025-03-21 11:53:03, 328 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ოპოზიციის შოუებისთვის დრო არ გვაქვს
ოპოზიციის მცდელობა შიდა დაპირისპირება, ან კანონთან დაკავშირებული პრობლემები, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საკითხად წარმოაჩინოს, ფარისევლობის პიკია - ჩვენ არც პირადად, არც როგორც პარტიას და არც როგორც ალიანსს არ გვაქვს დრო ოპოზიციის შოუებისთვის, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარი პარტიის წევრებთან, ყოფილ პარლამენტარებთან შეხვედრაზე ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ამბიციამ და სურვილმა, ფაქტობრივად, მათი გონება დაატყვევა. „მათ წონასწორობა დაკარგეს იმ დონემდე, რომ თავს ესხმიან ჩვენს პოლიციას და ემუქრებიან მოსამართლეებს, პროკურორებს და სასამართლოებს. ოპოზიციური პარტია თავისი „რესპუბლიკური სახალხო პარტიით“, მედიით და სხვა სტრუქტურებით არასოდეს პასუხობს სასამართლო ხელისუფლების ბრალდებებს, იქნება ეს დიპლომის საკითხზე თუ კორუფციასა და ქურდობაზე. ვერ პასუხობენ“, - აღნიშნა ერდოღანმა. მისი თქმით, ამის ნაცვლად ოპოზიცია მიმართავს საკუთარი პროვოცირებისა და ერის მოტყუების მარტივ გზას. „თუ ამბობენ, ძმაო, ეს დიპლომი პროცედურების შესაბამისად მიღებული საბუთია; ამის განხილვა შესაძლებელია ჩვენი შესაბამისი მეგობრების მეშვეობით და სამართლებრივი არგუმენტებით. ანალოგიურად, თუ ამბობენ, ძმაო, მუნიციპალიტეტში არ არის ქურდობა, კორუფცია, უკანონობა, უსამართლობა, ბნელი და რთული ურთიერთობები - ამაზე საუბარი და ამის განხილვა შესაძლებელია ექსპერტების მეშვეობით და იურიდიული მტკიცებულებების ფონზე, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ, არ შეუძლიათ“, - აღნიშნა ერდოღანმა. შეგახსენებთ, სტამბოლის მერი, რომელიც თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრია, კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ორი დღის წინ პოლიციამ დააკავა. იმამოღლუსთან ერთად დააკავეს 105 პირიც, რომელთა უმეტესობა სტამბოლის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არიან. მანამდე, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი სხვადასხვა დარღვევების გამო ბათილად ცნო და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოართვა. სტამბოლის მერის დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)