22:52 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 10:05:19, 481 ნახვა

მსოფლიო
კირ სტარმერი - დარწმუნებით ვიცით, რომ შეთანხმებას, რომლის უკან არაფერი დგას, პუტინი დაარღვევს, ეს აქამდეც მომხდარა

უსაფრთხოების გარანტიები თუ არ იქნება, სრულიად ნათელია, რომ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

სტარმერის მოსაზრებით, პუტინი უკრაინაში ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს, “რომლის უკან არაფერი დგას”.

“გასულ შაბათ-კვირას და მანამდე ორი კვირით ადრე, საერთაშორისო პოლიტიკური ლიდერების შეხვედრები გვქონდა, რომლებიც შეიკრიბნენ, რათა მიეღწიათ პოლიტიკური თანხვედრისა და კოლექტიური შეთანხმებისთვის, რომ ერთად მუშაობა გვჭირდება, რათა უზრუნველვყოთ ნებისმიერი მიღწეული შეთანხმების დაცულობა…

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს გაკეთება, ვინაიდან, ერთი რამ ვიცით დარწმუნებით, რომ შეთანხმებას, რომლის უკანაც არაფერი დგას, პუტინი დაარღვევს.

ეს ვიცით, ვინაიდან, ეს აქამდე მომხდარა. სრულიად ნათლად მაქვს გააზრებული, რომ ეს კვლავ მოხდება”, - განაცხადა სტარმერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics