09:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 20:44:39, 1224 ნახვა

პოლიტიკა
ბაია პატარაია: ჩვენ ვაყენებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრის დონეზე

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „ქალთა მოძრაობის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებით, ქართულ პოლიტიკურ ისთებლიშმენტში სამწუხაროდ ბრძოლის ბინძური მეთოდები დამკვიდრდა.

როგორც პატარაიამ აღნიშნა, ისინი ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს.

„ჩვენს პოლიტიკურ ისთებლიშმენტში სამწუხაროდ, ბრძოლის ბინძური მეთოდები დამკვიდრდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ვისურვებთ, რომ ეს იყოს ბოლო. ჩვენ ვაყენებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრის დონეზე.

არ გვაკმაყოფილებს მხოლოდ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. აქაც არ არის გამოძიება ნორმალურად წარმართული. ბუნებრივია მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა. კადრები ჩაწერილი სპეცსამსახურების მიერ და ეს უნდა შეწყდეს“, - განაცხადა პატარაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics