19:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 14:59:45, 694 ნახვა

პოლიტიკა
ელგუჯა ბაგრატიონი - ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში ყაზახეთის მხარის მიწვევით იმყოფებოდა

ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში ყაზახეთის მხარის მიწვევით იმყოფებოდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ელგუჯა ბაგრატიონმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში შეყოვნება რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთი დღეს დილით დატოვა და ამსტერდამში იმყოფება.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მინდა განვმარტო ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში 18-19 მარტის ვიზიტთან დაკავშირებით, იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რაც მის მიმართ განხორციელდა. ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში ყაზახეთის მხარის მიწვევით იმყოფებოდა, ბათუმის სასწაულის შექმნასთან დაკავშირებით, ქალაქ ატირაუს განვითარებაში დახმარება და კონსულტაციები რომ გაეწია. ამიტომ ის 18 მარტს ქალაქ ატირაუში ჩაფრინდა, 14:20 წუთზე, სადაც მესაზღვრეების მიერ იქნა გაჩერებული. მას განუმარტეს, რომ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა, რუსეთის მიერ. გადაიყვანეს ქალაქ ატირაუს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრება, გამოკითხვა. ერთადერთი საფუძველი მისი შეჩერებისა იყო, რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება“, - განაცხადა ბაგრატიონმა.

მისივე თქმით, 19 მარტს უკვე ყაზახეთის მხრიდან იქნა გარკვეული, რომ დაკავების არანაირი არგუმენტები არ არსებობდა.

„იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა განყოფილებიდან. დღეს დილით ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთი დატოვა. იგი ამსტერდამში იმყოფება. მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ლევან ვარშალომიძეს”,- აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics