03:28 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 20:18:56, 557 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „არა შანტაჟს!“ გაიმართა

„სექსი არ არის დანაშაული“, „სექსით პოლიტიკა არ კეთდება“, „პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია“, „გაეთირე ჩემი საძინებლიდან“, „ტუალეტშიც გადამიღე“, - ამ შინაარსის ტრასფარანტებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია „არა შანტაჟს!“ გაიმართა.

„ექსპრესნიუსის“ რეპორტიორის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სოციალური ქსელით გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს სტვენით აპროტესტებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, იდენოტობის დირექტორმა მარია დარჩიევამ ჟურნალისტებს განუცხადა, კადრები, რომელიც გავრცელდა, უაღრესად სამარცხვინოა.

„ეს არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი. ასეთი კადრების გავრცელება ვიცით, რომ ისჯება კანონით. ვითხოვთ, რომ დროულად მოხდეს გამოძიება და შესაბამისმა უწყებებმა დროულად მოახდინონ რეაგირება. ჩვენ ვუერთდებით რა თქმა უნდა მიმდინარე აქციას“, - განაცხადა დარჩიევამ.

საპროტესტო აქციაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ადგილზე 100-მდე ადამიანი შეიკრიბა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics