2025-03-19 18:09:12, 1531 ნახვა
სპორტი
ვილი სანიოლი სომხეთთან მატჩის შესახებ - იმედი მაქვს, გულშემატკივარს ხვალაც გავახარებთ
![]() საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან მატჩამდე ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „ხომ არ დავუბრუნდებით 4-3-3 სისტემას? ცვლილებების დრო მოდის. წინა ფორმაცია, 3-5-2, წარმატებით გამოვცადეთ, მაგრამ ფეხბურთი სულ ვითარდება და უახლოეს პერიოდში ახალ სქემას აუცილებლად მოვსინჯავთ. ხვიჩას გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება იგივე სისტემით თამაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია გუნდური დისციპლინა. ეს საქართველოს ნაკრებში უმაღლეს დონეზე იყო, თუმცა ბოლო მატჩებში გარკვეულწილად დავკარგეთ. იმედი მაქვს, ხასიათს დავიბრუნებთ. ვიმედოვნებ, რომ თამაშს კარგად დავიწყებთ, რაც ჩვენი მიზანია. შემოდგომაზე ბევრ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდა, რაც ბუნებრივი იყო. თუმცა დიდ იმედს ვამყარებ იმაზე, რომ მათ მოახერხეს ფორმის აღდგენა. სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ჩაიბარა, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ აგრესიულად ითამაშებენ. რაც შეეხება გულშემატკივარს, შეჩვეულები ვართ, რომ უცხოეთშიც ბევრი გვამხნევებს. ბულგარეთსა და კვიპროსში გასვლით მატჩებზე ჩვენს გვერდით უამრავი ქომაგი იყო. იმედი მაქვს, ხვალაც გავახარებთ“, – განაცხადა სანიოლმა. ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|