|
2025-03-18 15:40:08, 576 ნახვა
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი - რეფორმები ევროპის წინააღმდეგ პუტინის ომის გამოა საჭირო
რეფორმები ევროპის წინააღმდეგ პუტინის ომის გამოა საჭირო, - ამის შესახებ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რეფორმების შემოთავაზებული პაკეტი, პირველ რიგში, საჭიროა ევროპის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომის გამო, ომის ევროპის წინააღმდეგ და არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა. მერცის თქმით, რეფორმები აუცილებელია რუსეთის მიერ გერმანიის წინააღმდეგ განხორციელებული მტრული მოქმედებების, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების, დეზინფორმაციული კამპანიებისა და ასევე, ევროკავშირის დაყოფის მცდელობებზე საპასუხოდ. „ჩვენს ღია საზოგადოებაზე, ჩვენს თავისუფლებაზე თავდასხმებისგან ჩვენ თავს დავიცავთ, ყველაფრით, რაც ჩვენს ხელშია. ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები ფაქტობრივად, ნულიდან უნდა აღვადგინოთ“, - აღნიშნა მერცმა. ცნობისთვის, დღეს გერმანიის პარლამენტში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ კენჭისყრა გაიმართება, რომელიც გერმანიის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 500 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)