10:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 14:52:56, 472 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე - ეფუძნება ტყუილს, სიცრუეს და არანაირი ფასი არ აქვს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება ტყუილს ეფუძნება და მას არანაირი ფასი არ აქვს.

„ჩვენ ასეთ არასამართლიან განცხადებებს ძალიან ხშირად ვისმენთ. ეს არახალია ჩვენთვის. ძირითადად, მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები ეფუძნება ტყუილს, სიცრუეს და არანაირი ფასი არ აქვს“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც 15 ქვეყანა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და განაცხადა, რომ „ეს ჩვეულებრივი სისულელეა“.

„ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. უმჯობესია, მიხედონ თავიანთ ქვეყნებს და თავი დაანებონ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას,“ - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე, ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა, რომ „ზეწოლას ახდენენ იმ ადამიანებზე, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ დაკავებებით, ვგულისხმობ ადამიანების დაპატიმრებებს. ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - განაცხადა კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics