|
2025-03-16 11:43:52, 739 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის განკარგულების გამო, ამერიკის ხმა მაუწყებლობას აჩერებს
The Hill-ის ინფორმაციით,, "ამერიკის ხმის" (ამერიკის ხმის) ჟურნალისტები ანაზღაურებად შვებულებაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) რესურსების შეზღუდვას.
ორგვერდიანი მემორანდუმი, მას შემდეგ მიიღეს, რაც ტრამპმა დაწერა აღმასრულებელი ბრძანება 7 ფედერალური სააგენტოს, მათ შორის USAGM-ის შეზღუდვისთვის, და დაავალა მათ, რომ "შეამცირონ თავიანთი კანონიერი ფუნქციების შესრულება და მასთან დაკავშირებული პერსონალი". შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს არ დაევალება იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც განსაზღვრული არ არის. ტრამპის განკარგულება ჯამში 7 სააგენტოს ეხება: 1. მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი; 2. აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის; 3. ვუდრო უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი; 4. სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი; 5. აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ; 6. თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი; 7. უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო. ტრამპის ბრძანება "რადიო თავისუფლებასაც" შეეხება. ტრამპის განკარგულებას "რადიო თავისუფლების" (RFE/RL) პრეზიდენტი, სტივენ კაპუსიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების გაუქმება "ამერიკის მტრებისთვის საჩუქარია". "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება" (RFE/RL) არის კერძო, დამოუკიდებელი საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაცია, რომელსაც ყოველკვირეულად 50 მილიონი ადამიანი ეცნობა 23 ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში, ირანში, ავღანეთში, პაკისტანში, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რესპუბლიკებში. ის ფინანსდება აშშ-ის კონგრესის მიერ USAGM-ის მეშვეობით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)