2025-03-15 15:51:01, 1607 ნახვა
რეგიონი
ჭიათურაში, მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ
![]() „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ მიერ გათავისუფლებული მაღაროელები ჭიათურაში მე-16 დღეა აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტის დაწყებიდან მათი პრობლემით არავინ არ დაინტერესებულა. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას ფონდი - ჭიათურის სააქციო საზოგადოება, რომელსაც ჭიათურის მანგანუმის 5%-იანი წილი ექნება და მიღებულ ფინანსებს ფონდი ჭიათურის განვითარებას მოახმარს. როგორც აქციის კიდევ ერთ-ერთმა მონაწილემ ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, მაღაროელების სამსახურიდან გაშვების მიზეზი კომპანიის დამოკიდებულებაა, რომელიც მცირე ხარჯებით დიდი მოგების მიღებას გულისხმობს. აქციის მონაწილეები ასევე არ გამორიცხავენ პროტესტის სხვა ქალაქებში, მათ შორის, თბილისში გადმოტანას, თუ ხელისუფლება აღნიშნული პრობლემის მოგვარების ინიციატივას არ გამოხატავს. ცნობისთვის, მე-16 დღეა აქციის მონაწილეები წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტას აპროტესტებენ. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიისგან“ დასაქმებულები ითხოვენ, რომ წიაღისეულის მოპოვება კომპანიისგან სახელმწიფომ გადაიბაროს.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|