|
2025-03-13 16:43:33, 568 ნახვა
მსოფლიო
პრეზიდენტი დუდა აშშ-ს მოუწოდებს, ბირთვული ქობინები პოლონეთში განათავსოს
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში აშშ-ს მოუწოდა, ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განალაგოს, რათა ამ ნაბიჯმა მომავალი რუსული აგრესიის წინააღმდეგ შემაკავებლის როლი შეასრულოს. დუდას თქმით, "აშკარაა", რომ ტრამპს შეუძლია დასავლეთ ევროპასა თუ აშშ-ში განთავსებული ბირთვული ქობინები პოლონეთში განალაგოს და დაამატა, რომ მან ეს საკითხი უკრაინაში ტრამპის აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, კით კელოგთანაც, განიხილა. NATO-ს საზღვრებმა აღმოსავლეთით 1999 წელს გადაინაცვლა, ამიტომ 26 წლის შემდეგ, NATO-ს ინფრასტრუქტურამაც უნდა გადაინაცვლოს. ჩემთვის, ეს აშკარაა". - თქვა დუდამ გამოცემასთან ინტერვიუში. "ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ამის დრო მოვიდა, არამედ უფრო უსაფრთხოც იქნება, თუ ეს იარაღი უკვე აქ რომ იყოს". - დაამატა პოლონეთის პრეზიდენტმა. Financial Times წერს, რომ დუდა იმ ბირთვული გაზიარების პროექტის გამოცოცხლებას ცდილობს, რომელიც მან 2022-ში ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წარუმატებლად წარუდგინა. ცნობისთვის, ცივი ომის პერიოდში პოლონეთის კომუნისტურ რეჟიმს ქვეყანაში საბჭოთა ბირთვული ქობინები ჰქონდა განლაგებული. დუდას თქმით, ტრამპის გადასაწყვეტია, თუ სად იქნება აშშ-ს ბირთვული შეიარაღება განთავსებული და გაიხსენა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება, როდესაც მან 2023-ში თქვა, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას ბელარუსში განალაგებდა. "რუსეთმა არც კი იყოყმანა, როდესაც თავიანთი ბირთვული შეიარაღება ბელარუსში გადაჰქონდათ. ნებართვა არავისთვის არ უთხოვიათ". - აღნიშნა დუდამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)