03:27 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 13:10:10, 610 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლი გოგონათა უფლებების დაცვის შესახებ გამოფენას მასპინძლობს

იუსტიციის სახლმა  ფოტოგამოფენას - "ძალადობა  ქორწინების სახელით" უმასპინძლა. ღონისძიება არასრულწლოვანი გოგონების  ქორწინების  წინააღმდეგაა მიმართული. ფოტოგამოფენის ორგანიზატორი "ქალთა მოძრაობაა", იუსტიციის სახლის საჯარო სივრცე კი,  ღონისძიებისათვის  "ქალთა მოძრაობას" იუსტიციის მინისტრმა შესთავაზა.

გამოფენა თეა წულუკიანმა "ქალთა მოძრაობის" წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

"მარტი ქალთა და გოგონების თვეა და სწორედ ამ პერიოდს დავამთხივეთ  ეს პატარა და ბევრის მთქმელი გამოფენა, რომელიც ქალთა  უფლებების  დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემოგვთავაზეს და რომელსაც პირველად თბილისის იუსტიციის სახლი უმასპინძლებს და შემდეგ, ალბათ,  უკვე ქუთაისი.  ეს გამოფენა ეძღვნება ჩვენს გოგონებს  და ყველას მოუწოდებს იმისკენ, რომ არ აიძულოს  12, 13, 14, 15 წლის ბავშვები, რომ გათხოვნდნენ, რადგან გოგონას აქვს განვითარების უფლება და რაც ასევე მთავარია, არჩევანის უფლება, რომ უკვე ზრდასრულ ასაკში, მას შემდეგ, რაც  განათლებას მიიღებს,  გადაწყვეტს,  ვისთან შექმნას ოჯახი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ექსპოზიციაზე ქართველი ფოტოხელოვანების  ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც  18 წლამდე გოგონების  იძულებით ქორწინების  თემაზე შეიქმნა. მათ შორისაა არსრულწლოვან ასაკში დაქორწინებულთა პორტრეტები,  სიტუაციური ფოტოები და სხვა.

ფოტოებს ემოციური მინაწერებიც ახლავს, სადაც არასრულწლოვანების ასაკში დაქორწინებული ქალები  ნაადრევი გათხოვების უარყოფით მხარეებზე საუბრობენ.

"ადრეული ქორწინების შესახებ ამ ფოტოგამოფენას ქალთა მოძრაობა  და იუსტიციის სახლები ერთად აკეთებენ.  ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ ეს გამოფენა   იმოგზაურებს მთელ საქართველოში და ყველა იუსტიციის სახლში ჩავა. ამ გამოფენის  მიზანია, ცნობიერების გაზრდა იმის შესახებ,  თუ როგორი სერიოზული პრობლემაა ადრეული ქორწინება და როგორ გავრცელებულია ის საქართველოში", - განაცხადა  "ქალთა მოძრაობის" წევრმა ბაია პატარაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics