|
2025-03-12 15:14:01, 921 ნახვა
ეკონომიკა
ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალია
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი კვლავ შეინარჩუნეს და საქართველოში დატოვეს. რუმინეთთან შეხვედრა 50-ე სანაკრებო მატჩი იყო აკა ტაბუცაძისთვის, რომელმაც თავისი 47-ე ლელო მიითვალა და ამ მაჩვენებლით, სანაკრებო მელელოვეების ტოპ 10-ში ლეგენდარულ ირლანდიელ ბრაიან ო’დრისკოლს გაუთანაბრდა (მე-9 პოზიცია). რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, რიჩარდ ქოქრილის გაწვრთნილმა გუნდმა ესპანეთს ერთხელ უკვე დამაჯერებლად მოუგო - 62:32 და დიდი ალბათობით, მეტოქეს არც ფინალურ მატჩს დაუთმობს. ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულისკენ დამაჯერებლად მიიწევენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს, 16 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებისთვის სტადიონის ტერიტორიაზე მოწყობილ ფან-ზონაში კი, თიბისის ახალი ბარათითა და ერთგული ბარათით შეგიძლიათ ისარგებლოთ 30%-იანი ქეშბექით და დაიბრუნოთ მაქსიმუმ 30 ლარი. თიბისისა და ქართული რაგბის ათწლიანი პარტნიორობის ისტორია ბევრ გამარჯვებას, მნიშვნელოვან წარმატებასა და უამრავ დაუვიწყარ ისტორიას აერთიანებს. ახალი სიმაღლეების დასაპყრობად ბრძოლას კვლავ ერთობლივი ძალებით ვაგრძელებთ. #ერთადგავიმარჯვებთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)