|
2016-03-11 12:14:41, 4831 ნახვა
კულტურა
ახალგაზრდა მწერალთა კონკურსის “მერანი” გამარჯვებულები ხვალ გამოვლინდებიან
12 მარტს, 16:00 საათზე, მწერალთა სახლში (ქ.თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ. 13) ახალგაზრდა მწერალთა კონკურსში “მერანი” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მწერალთა კავშირი, მხარდამჭერი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ცენტრის ინფორმაციით, გაიცემა ოთხი მთავარი და ოთხი წამახალისებელი პრემია ნომინაციებში: საუკეთესო პროზა, საუკეთესო პოეზია, საუკეთესო პოეტური თარგმანი, საუკეთესო პროზაული თარგმანი. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და ფულადი პრემიები. ღონისძიებას დაესწრებიან ცნობილი და ახალგაზრდა ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. გაიმართება კრებულის „მერანი“ პრეზენტაცია, რომელშიც შესულია კონკურსში მონაწილე საუკეთესო ახალგაზრდა მწერალთა ნაწარმოებები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)