|
2025-03-11 16:55:44, 561 ნახვა
მსოფლიო
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ უკრაინა საბოლოო წერტილი არ არის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ევროპამ არასრულფასოვნების კომპლექსი უნდა დაძლიოს, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა პარიზში, თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „აშშ-მა ნათლად განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ მისი მხარდაჭერა თავისთავად განსაზღვრული არ არის და ასევე, ათწლეულების განმავლობაში ევროპის აშშ-ზე დამოკიდებულება არ შეიძლება თავისთავად მოცემულად ჩაითვალოს. სანაცვლოდ, ის უნდა გამოიმუშაო. ასე რომ, ევროპას უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერება სჭირდება და ჩვენ ამის გასაკეთებლად ბევრი დრო არ გვაქვს“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, „პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ უკრაინა მის მიერ იმპერიულ წარსულში მოგზაურობის საბოლოო წერტილი არ არის“. „ის რუსეთის იმპერიის გავლენისა და ტერიტორიის გაფართოების მიზნით თავის აგრესიულ მცდელობებს გააგრძელებს. ჩვენ არასრულფასოვნების კომპლექსი უნდა დავძლიოთ. ჩვენ იმაზე უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გვგონია და ეს სიძლიერე ჩვენი უსაფრთხოებისთვის დაგვჭირდება“, - აღნიშნა ბრეკელმანსმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)