|
2025-03-11 16:45:39, 482 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განთავსების იდეა ჯერჯერობით „კიევის რეჟიმის ნარჩენების გადარჩენის მცდელობას ჰგავს“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვში ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრისას უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების გზები განიხილა. ამის შესახებ მან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იქნება შესაძლებელი უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირება“, – აღნიშნა ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია ნათელია. „პრეზიდენტი პუტინი ხაზს უსვამდა საკუთარ მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის და იმ პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფა შეუძლებელია, თუ ამ კონფლიქტის საიმედო დარეგულირება გვსურს, მისი საწყისი მიზეზების აღმოფხვრით“, – განაცხადა თქვა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს ამ საკითხის განხილვას აშშ-სთან და ყველასთან კონტაქტით, ვინც მზად არის, ხელი შეუწყოს დარეგულირებას. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ დარეგულირების პროცესში ეუთო-ს ჩართვის გეგმები ჯერჯერობით არ არის და თავად პროცესიც ჯერ არ დაწყებულა. რუსი მაღალჩინოსანი ასევე უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განთავსების იდეას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება ჯერჯერობით „კიევის რეჟიმის ნარჩენების გადარჩენის მცდელობას ჰგავს“. „რა უნდა დაიცვან მშვიდობისმყოფელებმა? კიევის ნაცისტური რეჟიმის ნარჩენები, რომელმაც მიიღო რუსული კულტურის, ენის, მედიის განადგურების კანონების სერია, აკრძალა კანონიკური უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია. თუ ჯერ უნდა მივაღწიოთ კიევის რეჟიმის ამ რასისტული პრაქტიკის შეწყვეტას? ჯერ ეს უნდა მოვაგვაროთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიყურება როგორც მშვიდობისმყოფელების განთავსებით სახალხო რისხვისგან ამ რეჟიმის ნარჩენების გადარჩენის მცდელობა“, – განაცხადა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)