|
2025-03-11 15:54:23, 499 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი ერმაკი - აშშ-ს დელეგაციასთან შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულად დაიწყო
"აშშ-ს დელეგაციასთან შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულად დაიწყო. ჩვენ ვმუშაობთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად" – წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი Telegram-ზე. "ბოლო დროინდელი მოლპარაკებები უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის იმედის საფუძველს იძლევა, რომ უკრაინელები ძალიან მალე დაუბრუნდებიან მშვიდობიან ცხოვრებას, რაც მათ 2014 წელს ომის დაწყებამდე, ან 2022 წელს მის ესკალაციამდე ჰქონდათ. მჯერა, რომ ამერიკის ძლიერი ლიდერობით ჩვენ ამ მიზნის მიღწევა შეგვიძლია" – წერს ერმაკი. ერმაკის თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ დიპლომატიური გზებით არ მიიღწევა, არამედ სხვა ზომებიც არის საჭირო, რათა მშვიდობა მდგრადი იყოს. "ეს გულისხმობს რუსეთზე პოლიტიკური და ფინანსური წნეხის მოხდენას, რათა კონფლიქტის განახლების ფასი გაიზარდოს" – წერს ერმაკი. ერმაკის მიხედვით, უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, ხოლო ევროპამ უნდა გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და გაყინული რუსული აქტივებით უკრაინის დახმარება გააგრძელოს. საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებებში წარმოდგენილი იქნებიან ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ერმაკის მოადგილე პაველ პალისა. ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების პარალელურად მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)