|
2025-03-10 20:55:38, 825 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - ვიმედოვნებ, რომ უკრაინისთვის დახმარების პაუზის საკითხის მოგვარება შეგვიძლია
ვიმედოვნებ, რომ უკრაინისთვის დახმარების მიწოდების პაუზის საკითხს მოვაგვარებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხვალ, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. „ვფიქრობ, დახმარების პაუზის საკითხი არის ის, რისი მოგვარებაც, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვიძლია. ცხადია ის, რაც ხვალ მოხდება, ამისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა მარკო რუბიომ. მარკო რუბიო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ხვალ ჯიდაში გასამართ შეხვედრაზე უკრაინული მხარე რუსეთთან ცეცხლის ჰაერსა და ზღვაში შეწყვეტის წინადადებას წამოაყენებს. „არ ვამბობ, რომ საკმარისი მხოლოდ ეს არის, მაგრამ ეს არის ისეთი სახის დათმობა, რომლის ნახვაც კონფლიქტის დასასრულებლად აუცილებელია“, - აღნიშნა რუბიომ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)