08:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 18:28:55, 715 ნახვა

მსოფლიო
ფინეთი უკრაინას 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს

ფინეთი უკრაინას 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობა,  რუსეთის შეჭრიდან სამი წლის შემდეგ, კვლავ მძიმეა. ვითარება განსაკუთრებით გაუარესდა ფრონტის ხაზზე. ფინეთი უკრაინას 16 მილიონ ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს" - წერია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ფინეთი უკრაინას რუსეთის ომის პირველივე დღეებიდან ეხმარება და ამას მომავალშიც გააგრძელებს. უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება დიდია და ჩვენი დახმარება მნიშვნელოვანია“ - თქვა ფინეთის ვაჭრობისა და განვითარების მინისტრმა, ვილე ტავიომ.

სამინისტროს ცნობით, ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას გაეროსა და წითელი ჯვრის მეშვეობით მიაწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics